რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე – Amnesty International-ის ანგარიში საქართველოზე

“რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ – ამ სათაურით აქვეყნებს საქრთველოზე ანგარიშს ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის.

Amnesty International-ის ანგარში რამდენიმე თავს მოიცავს.

  • კრიტიკოსთა ცილისწამება და რეპრესიული კანონები
  • სასტიკი რეპრესიები მიმდინარე საპროტესტო აქციების საპასუხოდ
  • “მომიტინგეთა უსამართლო სასამართლო პროცესები და პოლიციის დაუსჯელობა”

Amnesty International მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებებს, პარლამენტს, სასამართლო სისტემას, ასევე საერთაშორისო და კერძო აქტორებს მიიღონ გადაუდებელი ზომები, რათა დასრულდეს ავტორიტარული მეთოდებით განსხვავებული აზრის ჩახშობა და სამოქალაქო სივრცის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასუსტება.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონები, რომლებიც უკანონოდ ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს; გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც მხოლოდ საკუთარი უფლებების მშვიდობიანად გამოხატვისთვისაა დაკავებული; დაიცვას კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვით, უზრუნველყოს პროტესტთან დაკავშირებული მიმდინარე საქმეების ხელახალი განხილვა.
ხელისუფლებამ ასევე დაუყოვნებლივ, დამოუკიდებლად და ეფექტიანად უნდა გამოიძიოს სამართალდამცავებისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ჯგუფების მხრიდან წამების, სხვა არასათანადო მოპყრობისა და ძალის უკანონო გამოყენების ყველა ბრალდება და უზრუნველყოს სათანადო კომპენსაცია ყველა დაზარალებულისთვის. საერთაშორისო საზოგადოებამ კი მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დანაშაულების აღწერას, გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას, მათ შორის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო კილაძე – გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი – კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და უჩა მამაცაშვილის „გაშავებას“ რომ დავთანხმებოდი გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, პრობლემები არ შემექმნებოდა

მამუკა მდინარაძე – პაატა მანჯგალაძემ როცა გაიგო ძალადობრივი მოწოდებები, რა გააკეთა, გაემიჯნა? ჯერ სურათები გადაიღე, მერე განცხადებას შეუერთდი, პრეზიდენტის სასახლის აღებაზე მოწოდებებს არ გაემიჯნე – ეს არის დანაშაული