ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს სამთვეულის - რაჯაბის, შაბანის, რამადანის თვის დასაწყისს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს სამთვეულის - რაჯაბის, შაბანის, რამადანის თვის დასაწყისს ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„მუსლიმური ტრადიციით, 12 იანვრიდან იწყება სამთვეული, მთვარის კალენდრის ოთხი წმინდა თვიდან სამი - რაჯაბი, შაბანი და რამადანი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებითაა კალენდარში და მათთან დაკავშირებულია მრავალი მუსლიმური დღესასწაული.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მუსლიმ თემს სამთვეულის დასაწყისს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“,- ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.