ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს დამდეგ ახალ წელს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს დამდეგ ახალ წელს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მოქალაქეს დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
„ახალ წელს გილოცავთ!
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, სითბოს და სიყვარულს!
ახალი წელი უკეთესის მოლოდინის, იმედის, სიახლის ზეიმია. გვჯერა, ასეთი იქნება ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ახალი, 2025 წელი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მოქალაქეს, სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის წარმომადგენლებს ახალ წელს გილოცავთ, ფეხბედნიერი ყოფილიყოს იგი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის!“, - წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.