საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს შობა-ახალ წელს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს შობა-ახალ წელს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, მკვლევრებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ოჯახის სახელით, გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს პირად ცხოვრებაში, სამეცნიერო საქმიანობასა და სწავლება-სწავლის პროცესში. ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს ჩვენი სამშობლოსა და თითოეულ მოქალაქესთან - „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
ფეხბედნიერ, ბარაქითა და სიხარულით სავსე ახალ წელს გისურვებთ“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.