ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
სააგენტოს ცნობით, პატრიარქის სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა, ასევე, ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების რიცხოვნობის ზრდა, ახალი წმინდანების კანონიზირება და საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის, წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა.
პატრიარქის სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა, ასევე, ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების რიცხოვნობის ზრდა, ახალი წმინდანების კანონიზირება და საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის, წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა. პატრიარქმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში და გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სამშობლოს გამთლიანებას უსურვებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.