რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას წმ. მარტინის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 11 ნოემბერს ლუთერები წმ. მარტინის დღეს აღნიშნავენ.
სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას დღესასწაულს ულოცავს.
„გადმოცემის თანახმად, ამ დღეს რომაელმა ჯარისკაცმა მარტინმა მათხოვარს მოსასხამი მისცა, რომელიც იმავე ღამეს, სიზმარში იესო ქრისტეს სახით გამოეცხადა. მარტინი სასულიერო პირი გახდა, გარდაცვალების შემდეგ კი ის წმინდანად შერაცხეს. მარტინი მათხოვრებისა და მეომრების მფარველ წმინდანად ითვლება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას დღესასწაულს ულოცავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება