სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმ. მთავარანგელოზთა: გაბრიელისა და მიქაელის და ყოვლად ზეციურ ძალთა დღესასწაულს აღნიშნავს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმ. მთავარანგელოზთა: გაბრიელისა და მიქაელის და ყოვლად ზეციურ ძალთა დღესასწაულს აღნიშნავს,- ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„დღეს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქია საქართველოში, წმ. მთავარანგელოზთა, გაბრიელისა და მიქაელის და ყოვლად ზეციურ ძალთა დღესასწაულს ზეიმობს. გაბრიელ მთავარანგელოზი, ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. მთავარანგელოზი მიქაელი კი ყველა ბოროტი ძალის მძლეველია და დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს ულოცავს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო