რელიგიის სააგენტო პრაღის კონფერენციაში მონაწილეობს

პრაღაში, დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ეგიდით, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის კონფერენცია გაიხსნა თემაზე: რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც მდგრადობისა და რელიგიური ჩართულობის წყარო“.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, .
„რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების ალიანსის (IRFBA) ხუთწლიან საქმიანობაზე ისაუბრა IRFBA-ს თავმჯდომარემ, ფილოსოფიის დოქტორმა რობერტ რეჰაკმა.
კონფერენციის საქმიანობაში მონაწილეობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით.
იგეგმება პანელურ სხდომებზე სააგენტოს თავმჯდომარის ორი გამოსვლა, პირველი – ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რელიგიური უფლებების დარღვევის თემაზე, მეორე – რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობაზე საქართველოში.
ღონისძიებას ესწრებიან ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – „ოპოზიციის ალიანსი“ ძალიან ტოქსიკურია – სააკაშვილი რას ამბობს არასწორს? ასევე, ხაბეიშვილის რეპლიკა არ არის სწორი? – 10 მაისიდან ხალხში გავალთო, თქვე კაი ადამიანებო, აპრილმა რა დააშავა?