არქივი28 ნოემბერი, 2024, 11:10
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ბაპტისტურ თემს მადლიერების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ბაპტისტურ თემს მადლიერების დღეს ულოცავს.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს ბაპტისტური თემი მადლიერების დღეს აღნიშნავს.
„ესაა სპეციალური დღე, როცა ბაპტისტები მადლიერებას გამოხატავენ ღმერთის მიმართ მოსავლის გამო. ამ დღეს შემოდგომაზე აღნიშნავენ და ტაძრებში შრომის ნაყოფი - ხილი, ბოსტნეული და პური მიაქვთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.