ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქცია გაიმართა

რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქცია გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზაჰესის არასრულწლოვანთა N11 პენიტენციურ დაწესებულებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ია იმერლიშვილი ეწვივნენ.
„დაწესებულებაში სასჯელს 40 არასრულწლოვანი ვაჟი იხდის, რომელთაც 40 ცალი ტკბილეულის სასაჩუქრე ყუთი გადასცეს. მოზარდებსა და ქალთა N5 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს ასევე, 20 ფუთა ტანსაცმელი გადაეცემათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.