არქივი24 ნოემბერი, 2024, 11:24
კათოლიკეები იესო ქრისტეს, სამყაროს მეფის დღეს აღნიშნავენ

კათოლიკური სამყარო დღეს იესო ქრისტეს, სამყაროს მეფის დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესასწაული კათოლიკურ ეკლესიაში მეოცე საუკუნეში დაწესდა.
„უფალ იესო ქრისტეს, როგორც მთელი სამყაროს მეფის დღეს კათოლიკეები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. 2021 წლიდან, რომის პაპ ფრანცისკეს ნებით, ამავე დღეს, ახალგაზრდობის მსოფლიო დღე აღინიშნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.