პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის სააგენტო საქართველოს მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს

რელიგიის სააგენტო საქართველოს მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს.
მათი ცნობით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას საქართველოში, როგორც სხვა ტრადიციულ ქვეყნებში, განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.
„ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.