არქივი17 მაისი, 2025, 12:40
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე – სამღვდელოება და მრევლი დღეს ქვეყნის 10 დიდ ქალაქში შეიკრიბება

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე აღინიშნება. სამღვდელოება და მრევლი დღეს 10 დიდ ქალაქში შეიკრიბება.
თბილისში, 13:00 საათზე, ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბებიან, გადაიხდიან პარაკლისს და 14:00 საათზე საზეიმო მსვლელობა სამების ტაძრისკენ გაიმართება.
შეკრება იგეგმება თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში.
ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყანაში უკვე 11 წელია აღინიშნება. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს დააწესა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.