“დღეს 179-ე დღეა, რაც ჩემი ძმა სინდისის პატიმარია, ბედოვლათი მთავრობა კი ოჯახის სიწმინდის დღეს გვილოცავს ჩემს ოჯახს”

“დღეს 179-ე დღეა, რაც ჩემი ძმა სინდისის პატიმარია, ბედოვლათი მთავრობა კი ოჯახის სიწმინდის დღეს გვილოცავს ჩემს ოჯახს, და სხვა დაკავებულების ოჯახების წევრებს.
ასეთი მთლიანი და ბედნიერი ოჯახები გქონოდეთ თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ ყველაფერში ხართ გარეული!”, – წერს ელენე დევიძე, მათე დევიძის და.
დღეს, 17 მაისს, პარლამენტის წინ კვლავ შეკრიბნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები.
ისინი საკუთარი შვილების, ძმების, მამების ფოტოებით იდგნენ და ასე ცდილობდნენ საკუთარი პროტესტის ხმა მიეწვდინათ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საპირწონედ დაწესებული, ოჯახის სიწმინდის დღეს აღსანიშნავად შეიკრიბა.
სინდისის პატიმრების მშობლებსა და ოჯახის წევრებს პოლიციის კორდონი ყოფდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის საზეიმოდ შეკრებილებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე