ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რევაზ ბოჭორიშვილი: ექიმთან პროვოკატორის მიგზავნა მისი „გამოჭერის“ მიზნით ამორალურობის მწვერვალია

რევაზ ბოჭორიშვილი: ექიმთან პროვოკატორის მიგზავნა მისი „გამოჭერის“ მიზნით ამორალურობის მწვერვალია
ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი:
ექიმთან პროვოკატორის მიგზავნა მისი „გამოჭერის“ მიზნით ამორალურობის მწვერვალია. ეს არის უმდაბლესი და უბინძურესი ქმედება, თუმცა სრულიად ჰარმონიული „რუსული ოცნების“ მართვის სტილისთვის.
დაუღალავად გავიმეორებ: ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ფუნდამენტი ორმხრივი ნდობაა. საქართველოს რეალობაში ეს ნდობა ისედაც სერიოზულად არის შელახული, რის გამოც ათასობით პაციენტი შველას საზღვარგარეთ ეძებს.
ახლა კი, პაციენტის მიმართ ექიმის უნდობლობის დანერგვით, ხელისუფლება საბოლოო დარტყმას აყენებს ისედაც კრიზისში მყოფ სამედიცინო სისტემას.
პაციენტის მიმართ გამოხატული ემპათიის გამო, რაღაც “წესების” დარღვევით რეცეპტის გამოწერისთვის დაჭერა ხომ საერთოდ აბსურდია! წარმოუდგენელია მსგავსი რამ ნებისმიერ ცივილიზირებულ ქვეყანაში.
მთავარი კი ისაა, რომ ეს მხოლოდ პროვოკაციის გზით მოთრეული უსინდისო საბაბია, მაია კოხტაშვილი ისჯება იმისთვის, რომ პრინციპული და უკომპრომისო მოქალაქე და პატრიოტია!
სოლიდარობა მას!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.