ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოგ ჯუნ სონგს და კომიტეტის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობას კავშირების გასაძლიერებლად.

საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით," - წერია განცხადებაში. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.