რეგიონული განვითარების მინისტრმა გურიის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა

რეგიონული განვითარების მინისტრმა გურიის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა გურიის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.
მინისტრმა ყოფილ გუბერნატორს, გიორგი ურუშაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და გიორგი ღურჯუმელიძეს წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონების განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური დონის გაძლიერება, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების სწრაფად და ხარისხიანად განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ღურჯუმელიძე 6 მაისს დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია