კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.
ესენი არიან:
· მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული — ალექსანდრე ზაგაშვილი,
· შიდა ქართლი — სიმონ გულედანი,
· სამცხე-ჯავახეთი — ზაალ გელაშვილი,
· გურია — გიორგი ღურჯუმელიძე,
· ქვემო ქართლი — ლევან ხარაბაძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანად განხორციელებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რეგიონებს ჰყავდეს „გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები“. მისი თქმით, რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს.
ალექსანდრე ზაგაშვილი 2017-2021 წლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი იყო.
სიმონ გულედანი 2024 წლის სექტემბრიდან დღემდე გორის მერის პირველ მოადგილის პოსტს იკავებდა.
ზაალ გელაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი შსს-ში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
ოზურგეთის მერის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა მანამდე გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე.
ლევან ხარაბაძე კი შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ