ირაკლი კობახიძემ ხუთ ახალი რწმუნებული დანიშნა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა. რწმუნებულები შეიცვალნენ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
· მცხეთა-მთიანეთში დავით ნოზაძე ალექსანდრე ზაგაშვილმა შეცვალა;
· შიდა ქართლში - ლევან ხარაბაძე სიმონ გულედანმა;
· სამცხე-ჯავახეთში - ბესიკ ამირანაშვილი ზაალ გელაშვილმა;
· გურიაში - გიორგი ურუშაძე გიორგი ღურჯუმელიძემ;
· ქვემო ქართლში - გიორგი დოხტურიშვილი ლევან ხარაბაძემ.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს“, - წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ დღეს, 6 მაისს, გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყო. „ქართული ოცნების“ მთავრობაში რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას კახა გულედანი იკავებს.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.