ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეალურად, "ნაციონალურ მოძრაობაში" უმძიმესი მდგომარეობაა - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" უმძიმესი მდგომარეობაა.
მათიკაშვილის განმარტებით, ასეთი ფორმით, "ნაციონალური მოძრაობა"
პოლიტიკურ ზედაპირზე ყოფნას ვეღარ შეძლებს.
"რეალურად, "ნაციონალურ მოძრაობაში" უმძიმესი მდგომარეობაა. ეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც ძალიან კარგად იციან და აღიქვამენ. რაც ხდება, ასახავს ზოგად, ნეგატიურ პოლიტიკურ წიაღს, რაც ამ პარტიას გააჩნია. მათ პოლიტიკურ არეალზე, საკუთარი ფუნქცია ამოწურეს. იმედია, რომ 2024 წლიდან ქვეყანას ეყოლება უფრო ჯანსაღი ოპოზიცია. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მომავალშიც გააგრძელოს პოლიტიკურ ზედაპირზე ყოფნა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.