“ნაციონალურ მოძრაობაში” რაც ხდება, საბოლოო ჯამში, არა მარტო პარტიის დაშლით, არამედ დიდი ალბათობით, პოლიტიკური ერთეულის გაქრობითაც დასრულდება – დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროცესები საბოლოო ჯამში, აღნიშნული პარტიის დაშლით დასრულდება.
“რაც ამ პარტიის შიგნით ხდება, საბოლოო ჯამში არა მარტო პარტიის დაშლით, არამედ ძალიან დიდი ალბათობით, პოლიტიკური ერთეულის გაქრობითაც დასრულდება. ერთმანეთში აქვთ სრული შეუთანხმებლობა და ყველა მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე ფიქრობს ეს პოლიტიკური ძალა,” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”.
გარდა ამისა, დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ” განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის ყოფილ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხზეა საუბარი. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში, ნიკა მელია კი არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” ამიტომ პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს