ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური მოძრაობა დასასრულისკენ მიდის და ეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის არის ძალიან კარგი - დავით მათიკაშვილი ენმ-ზე

პარტიაში დესტრუქციული ქმედების დასრულებად აფასებენ ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვას "ნაციონალურ მოძრაობაში".
მმართველი გუნდის შეფასებით კი, "ნაციონალური მოძრაობა" არსებობის ბოლო ეტაპს გადის და მიმდინარე პროცესი საბოლოოდ ოპოზიციურ პარტიას დაშლამდე მიიყვანს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ენმ დასასრულისკენ მიდის.
"რით ხელმძღვანელობს ეს პარტია? რა წესებით და რა წიაღსვლებით. საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური მოძრაობა დასასრულისკენ მიდის და ეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის არის ძალიან კარგი," - აცხადებს მათიკაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.