ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა წერია უკრაინის ალტერნატიულ სამშვიდობო წინადადებაში? (forbs.ge)

რა წერია უკრაინის ალტერნატიულ სამშვიდობო წინადადებაში? (forbs.ge)

Reuters-მა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც უკრაინასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას შორის შეთანხმებულ ალტერნატიულ სამშვიდობო წინადადებებს შეიცავს. ის ოთხშაბათს ლონდონში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-ის წარმომადგენლებს გადაეცათ. მედიასააგენტომ დოკუმენტი უცვლელი სახით გამოაქვეყნა.
რა წერია უკრაინის ალტერნატიულ სამშვიდობო წინადადებაში?
ცეცხლის შეწყვეტა:
· აღებულ იქნას ვალდებულება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცაში, ხმელეთსა და ზღვაში.
· ორივე მხარემ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით. ეს უნდა მოხდეს სრული სამშვიდობო შეთანხმების დღის წესრიგისა და მექანიზმების შემუშავების პარალელურად.
· ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს უხელმძღვანელებს აშშ და მას მხარს დაუჭერენ მესამე მხარის ქვეყნები.
· რუსეთმა უპირობოდ უნდა დააბრუნოს ყველა უკანონოდ იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვი; უზრუნველყოს ყველა სამხედრო ტყვის გაცვლა; გაათავისუფლოს ყველა მშვიდობიანი მოქალაქე.
უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის:
· უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები, მათ შორის აშშ-ისგან, იმ პირობებში, როდესაც მოკავშირეებს შორის არ არსებობს კონსენსუსი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
· უკრაინის თავდაცვის ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს.
· გარანტორი იქნება ევროპული ქვეყნებისა და არაევროპული ქვეყნების სპეციალურად შექმნილი ჯგუფი. არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს მეგობრული უცხოური ძალების ყოფნაზე, იარაღსა და ოპერაციებზე უკრაინის ტერიტორიაზე.
· უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა უნდა გააგრძელოს.
ტერიტორია:
· ტერიტორიული საკითხები განიხილება და გადაწყდება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
· ტერიტორიული მოლაპარაკებები კონტროლის ხაზის საფუძველზე დაიწყება.
· უკრაინა აშშ-ის მონაწილეობით აღადგენს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე კახოვკის კაშხალზე.
· უკრაინას უნდა ჰქონდეს შეუფერხებელი გადასასვლელები მდინარე დნეპრზე და კონტროლი კინბერნ-სპიტზე.
ეკონომიკა:
· აშშ და უკრაინა ეკონომიკური თანამშრომლობის/მინერალების შესახებ შეთანხმებას შეასრულებენ.
· უკრაინა სრულად აღდგება და ფინანსურად კომპენსაციას მიიღებს, მათ შორის რუსეთის სუვერენული აქტივების მეშვეობით, რომლებიც გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს.
· 2014 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები შესაძლოა თანდათანობით შემსუბუქდეს მდგრადი მშვიდობის მიღწევის შემდეგ და განახლდეს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში.
წყარო: forbs.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.