რა შარში გაყო თავი – “ნაპოლის” ალეგრი ჩაიბარებს

ანტონიო კონტეს ნაცვლად „ნაპოლის“ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრის დანიშვნა გადაწყვეტილია, – იტყობინებიან ჟურნალისტები ჯანლუკა დი მარციო და ფაბრიციო რომანო.
ალეგრის ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. ის „მილანიდან“ 25 მაისს დაითხოვეს.
ალეგრის დანიშვნის წინააღმდეგი ნეაპოლელი ფანები იყვნენ, რომლებიც პროტესტს სოციალურ ქსელებში გამოხატავდნენ.
მასიმილიანო „ნაპოლიში“ 1998 წელს თამაშობდა – ნახევარმცველი იყო და 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ახლა საკითხავია, რამდენ ხანს გაუძლებს ალეგრი კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის კაპრიზებს.