ჩრდილოეთ მაკედონიის 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო.
„ნაპოლიში“ იჯარით მყოფმა ელმასმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და „ლაიფციგში“ დააბრუნებენ.
გერმანულმა კლუბმა „ნაპოლის“ გამოსასყიდი ფასის, 16 მილიონი ევროს დაკლებაზე უარი უთხრა, ის გერმანიაში დაბრუნდება და ალბათ, ისევ გაანათხოვრებენ.