რა უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ და ადგილზე ვაჭრობის დროს – რჩევები „შავი პარასკევისთვის“

Black Friday, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც სულ უფრო პოლარული ხდება, თუმცა, მომხმარებლების ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის ადგილზე, თუ ონლაინ ვაჭრობისას საკუთარი უფლებების შესახებ.
სწორედ ამიტომ, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო იმ ძირითად რჩევებს გასცემს, რომელიც „შოპინგისას“ გამოგადგებათ.
1. პირველ რიგში უნდა იცოდეთ მოვაჭრის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.
2.უნდა ფლობდეთ ინფორმაციას, დისტანციურად ვაჭრობისას, ნივთის 14 დღეში უპირობოდ დაბრუნების წესის შესახებ.
3.ნივთის ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, დეტალურად უნდა გაეცნოთ საქონლის საგარანტიო პირობებს.
4. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მოვაჭრე ვალდებულია, საქონელსა თუ მომსახურებაზე ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს.
თუ თვლით, რომ ვაჭრობისას, თქვენი უფლებები დაირღვა, მიმართეთ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს.