არქივი20 მარტი, 2024, 10:52
რა თანხას მიიღებს სფფ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში, სფფ-ის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამისთვის ვილი სანიოლის გუნდმა 21-ში ჯერ თბილისში ლუქსემბურგს უნდა სძლიოს, შემდეგ კი საბერძნეთი/ყაზახეთის გამარჯვებულიდან ერთ-ერთს.
მოკლედ, თუ "ჯვაროსნები" გერმანიის საგზურს მოიპოვებენ, UEFA-სგან 9,25 მილიონ ევროს მიიღებენ.
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება მილიონ, ხოლო ფრე ნახევარ მილიონ ევროდ ფასობს. მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები 1.5 მილიონს მიიღებს, მეოთხედფინალისთვის - 2.5-ს, ნახევარფინალისთვის კი - 4-ს.
ვრცლად იხილეთ sportall.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.