რა თანხას მიიღებს სფფ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში და კიდევ რამდენის გამომუშავებაა შესაძლებელი ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში, სფფ-ის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამისთვის ვილი სანიოლის გუნდმა 21-ში ჯერ თბილისში ლუქსემბურგს უნდა სძლიოს, შემდეგ კი საბერძნეთი/ყაზახეთის გამარჯვებულიდან ერთ-ერთს.
მოკლედ, თუ "ჯვაროსნები" გერმანიის საგზურს მოიპოვებენ, UEFA-სგან 9,25 მილიონ ევროს მიიღებენ.
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება მილიონ, ხოლო ფრე ნახევარ მილიონ ევროდ ფასობს.
მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები 1.5 მილიონს მიიღებს, მეოთხედფინალისთვის - 2.5-ს, ნახევარფინალისთვის კი - 4-ს.
ფინალში დამარცხებული გუნდი დამატებით 5 მილიონი ევროთი დასაჩუქრდება, გამარჯვებული კი - 8 მილიონით.
ჯამში, ჯგუფში ყველა თამაშისა და
ევრო 2024-ის მოგების შემთხვევაში, რომელიმე ნაკრებს 28,25 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია.
გადამყიდველები 100 ლარს მახევინებენ 20 ლარიან ბილეთში. თან მეუბნებიან რაოდენობაც გვაქ 10-15 ბილეთამდე, გვერდიგვერდ გინდა პირველ იარუსში თუ მეორე იარუსშიო. დიდი მადლობა ფედერაციას და პირადად კობიაშვილს რომ ასე საოცრად მუშაობენ. ასევე დიდი მადლობა რომ სალაროდან აღარ ყიდით ბილეთებს და ჩემი მოხუცი მამა და მისი ორი მეგობარი რომელებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და მხოლოდ სალაროდან ყიდულობდნენ ბილეთებს ვეღარ დადის სტადიონზე, რადგან შვილისთვის და შვილიშვილისთვის თქმა ერიდება რომ იციან ფულს არ გამოვართმევთ. დიდი მადლობა კობი აბა შენ იცი ბოლომდე მოგვაჭირე წიხლი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.