“რა დააშავა [ბიძინა ივანიშვილმა], რატომ უნდა დასანქცირდეს?!” – ირაკლი რუხაძე
![“რა დააშავა [ბიძინა ივანიშვილმა], რატომ უნდა დასანქცირდეს?!” – ირაკლი რუხაძე](/wp-content/uploads/2025/09/irakli-rukhadze_w_h-750x375-hcnpn8.jpg)
ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ქართულ ბიზნესს დააზიანებს. ამის შესახებ მან “TV პირველთან” განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს არანაირად და უტვინოა, დააზიანებს [ბიზნესს]. რა თქმა უნდა, არ მუშაობს [სანქციები]. მე ჩემს სანქციებს არ ველოდები, მაგრამ სანქციები რომ არ მუშაობს, შეგიძლიათ უამრავი წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა?! არ იმუშავა, რა თქმა უნდა”, – ამბობს ის TV პირველთან.
მისი მტკიცებით, საგარეო კურსი არ შეცვლილა და ივანიშვილი არ უნდა დასანქცირდეს.
“რატომ? რატომ უნდა გამკაცრდეს ივანიშვილის წინააღმდეგ? რა დააშავა? რატომ უნდა დაჯარიმდეს? არ არის [საგარეო კურსი] შეცვლილი. სად არის შეცვლილი? რა თქმა უნდა, არ არის”, – განაცხადა რუხაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.