ირაკლი რუხაძე – ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, დააზიანებს ბიზნესს, ჩემ მიმართ სანქციებს არ ველოდები – რაც შეეხება ქვეყნის კურსს, სად არის შეცვლილი?! არ არის

ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, რა თქმა უნდა დააზიანებს [ბიზნესს], – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დააზიანებს თუ არა ქართულ ბიზნესს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება.
ამასთან, განმარტა, რომ ის სანქციებს არ ელოდება.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, დააზიანებს. რა თქმა უნდა, არ მუშაობს [სანქციები]. მე ჩემს სანქციებს არ ველოდები, სანქციები რომ არ მუშაობს შეგიძლიათ წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა?! არა, რა თქმა უნდა“,- აღნიშნა რუხაძემ.
კითხვაზე, რა მოხდება თუ გამკაცრდება სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რუხაძე პასუხობს: „რატომ? რა დააშავა?! რატომ უნდა დაჯარიმდეს, რა დააშავა?!“.
ამასთან, მორიგ შეკითხვას, არის თუ არა შეცვლილი ქვეყნის საგარეო კურსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რუხაძე პასუხობს: „არა, სად არის შეცვლილი?! რა თქმა უნდა, არ არის“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს