ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი – ირაკლი რუხაძე უნდა დასანქცირდეს” – ჯეიმს მაკქლირი

“პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი – ირაკლი რუხაძე უნდა დასანქცირდეს” – ჯეიმს მაკქლირი

ბრიტანული Guardian-ი ტელეკომპანია “იმედის” საქმიანობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. Guardian-ის შეფასებით, ტელეკომპანია ჩართულია საქართველოში პროდასავლური ოპოზიციის დისკრედიტაციაში და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ დასავლეთის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებაში.
სტატიაში მოყვანილია ბრიტანელი დეპუტატის, ლიბერალ-დემოკრატების წევრის, ჯეიმს მაკქლირის კომენტარი, რომელიც მიუთითებს, რომ ტელევიზია ბრიტანეთში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდ “ჰანიველ პარტნერსის” მეშვეობით, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის საკუთრებაშია.
მაკქლირი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხოს ივანიშვილის გარემოცვას და ირაკლი რუხაძესაც, რაც მის საკუთრებაში არსებულ პროპაგანდისტული მედიის ფუნქციონირებას დაასუსტებს.
“ჰანიველის კონტროლის პირობებში „იმედი TV“ „ქართული ოცნების“ მთავრობის პროპაგანდის იარაღად იქცა, რომელიც იმეორებს პრორუსულ გზავნილებს და დემოკრატიულ ოპოზიციას ესხმის თავს. სწორედ ამიტომ, მე უკვე თვეებია მოვითხოვ მთავრობისგან სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, მათ შორის ირაკლი რუხაძეზე”, – აცხადებს მაკქლირი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.