რა გახდა მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი – ახალი დეტალები

რა გახდა მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი – ახალი დეტალები
ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია – სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. CNN-ის ცნობით, გაკვეთის შედეგად ამ დასკვნამდე ლოს-ანჯელესის სასამართლო-სამედიცინო კომისია მივიდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მეთიუ პერი კეტამინით დეპრესიისა და შფოთვისგან მკურნალობდა. მკურნალობის ბოლო სეანსი მან გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე ჩაიტარა.
54 წლის მსახიობი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ჯაკუზიში 28 ოქტომბერს აღმოაჩინეს. პერის ცხედარს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ ჰქონდა, შემთხვევის ადგილას არც ნარკოტიკები იყო აღმოჩენილი. მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ Friends-ში ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა. მან სიტკომის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი