ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ შესაძლო ძალადობა | ახალი დეტალები ქუთაისიდან

ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასა და რამდენიმე მოზარდს შორის. ქუთაისში, გუშინ, 18 დეკემბერს, ხმაურიანი ღამე იყო. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ათობით თანამშრომლის მობილიზება გახდა საჭირო კონფლიქტის ადგილას, სადაც პატრულმა ახალგაზრდების დაკავება სცადა და ეს პროცესი ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ პოლიციელები მოზარდებს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ და მათი დაკავება ამ ფორმით სურდათ.

ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანების მხრიდან სამართალდამცველების სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. არასრულწლოვანების მეგობრებმა დაკავების დროს, დახმარების მიზნით მშობლებს დაურეკეს. ადგილზე მისვლისას კი პოლიციამ ბავშვების მამაც დააკავა, მიზეზი მასსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

იხილეთ ასევე:
· ქუთაისში, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
· "5-ჯერ ჩაარტყეს იარაღის ტარი..." | ქუთაისში, პოლიციელებმა არასრულწლოვნებს სცემეს

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.