არქივი15 დეკემბერი, 2023, 22:22
მეთიუ პერის სიკვდილის მიზეზი ცნობილია | ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზა კვლევის შედეგებს აქვეყნებს
ლოს-ანჯელესის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისი მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზს აქვეყნებს.
როგორც ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებით ირკვევა, სიკვდილის მიზეზი "კეტამინის მწვავე ეფექტები" გახდა. ექსპერტიზის ცნობით, ამის ხელშემწყობი ფაქტორებია წყალში დახრჩობა, კორონალური არტერიის დაავადება და ბუპრენორფინის ეფექტი.
კვლევის შედეგებში მეთიუს გარდაცვალება მოხსენიებულია, როგორც "უბედური შემთხვევა".
შეგახსენებთ, რომ Friends-ის მსახიობი, მეთიუ პერი, 28 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.