რა გაძვირდა/გაიაფდა 2026 წლის სექტემბერში? – “საქსტატი”

2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქსტატი” ავრცელებს.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5 პროცენტით განისაზღვრა.ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (0.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.4 პროცენტი);ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (9.1 პროცენტი);განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (7.0 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (5.8 პროცენტი) და დონით განუსაზღვრელი განათლება (4.6 პროცენტი).წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.9 პროცენტი);სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (10.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.8 პროცენტი);ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.0 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.5 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.8 პროცენტი);განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 პროცენტი). ამასთან ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (7.0 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (6.8 პროცენტი) და საშუალო განათლება (6.6 პროცენტი).