ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობის ასიგნებების მოცულობა 1.2 მილიარდი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწევს. აქედან სამინისტროებში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურება 316 მილიონი ლარით, 3.73 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. საჯარო სექტორის მოხელის საბაზო ხელფასი კი 8%-ით, 1735 ლარამდე გაიზრდება.
ყველაზე დიდი დაფინანსება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს — 10.48 მილიარდი ლარი, რაც 2026 წლის გეგმაზე 811.2 მილიონი ლარით მეტია. სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებულია 7.53 მილიარდი ლარი, მათ შორის პენსიებისთვის 5.57 მილიარდი ლარი. 2027 წლის იანვრიდან პენსია 70 წლამდე პირებისთვის 390, ხოლო 70 წლისა და უფროსებისთვის 555 ლარი გახდება. ჯანდაცვის დაფინანსება 2.35 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 125.3 მილიონი ლარით იზრდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 3.30 მილიარდი ლარია, ზრდა — 183.3 მილიონი ლარი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2.93 მილიარდს შეადგენს, ზრდა — 225.8 მილიონი ლარი. შესაბამისი ინფრასტრუქტურული ხარჯების ჩათვლით განათლების მიმართულების ჯამური დაფინანსება 3.5 მილიარდს აღწევს.
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1.97 მილიარდი ლარია, ზრდა — 75 მილიონი; შინაგან საქმეთა სამინისტროს — 1.68 მილიარდი, ზრდა — 133 მილიონი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 1.46 მილიარდს შეადგენს და წლიურად 527.8 მილიონი ლარით იზრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 1.02 მილიარდი ლარია, ზრდა — 206.8 მილიონი ლარი.
| მხარჯავი უწყების დასახელება | 2027 წლის პროექტი, მლნ ლარი | ზრდა/კლება 2026 წელთან შედარებით მლნ ლარი |
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 10,480 | 811 |
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | 3,297 | 183 |
| საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | 2,928 | 226 |
| საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 1,965 | 75 |
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო | 1,680 | 133 |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | 1,457 | 528 |
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 1,015 | 207 |
| საქართველოს იუსტიციის სამინისტრო | 490.4 | 47.1 |
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | 390.0 | 10.0 |
| საქართველოს სპორტის სამინისტრო | 382.0 | 56.7 |
| საქართველოს კულტურის სამინისტრო | 370.0 | 5.2 |
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო | 232.8 | 7.8 |
| საერთო სასამართლოები | 186.3 | 6.0 |
| საქართველოს ფინანსთა სამინისტრო | 145.0 | 15.0 |
| საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური | 132.0 | 5.5 |
| საქართველოს პროკურატურა | 105.0 | 6.3 |
| სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი | 101.2 | 0.0 |
| საქართველოს პარლამენტი | 91.5 | 0.0 |
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია | 58.4 | 12.2 |
| სახელმწიფო აუდიტის სამსახური | 43.1 | 2.5 |
| საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია | 31.0 | 1.0 |
| სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური | 25.2 | 0.4 |
| საქართველოს საპატრიარქო | 25.0 | 0.0 |
| საქართველოს უზენაესი სასამართლო | 23.8 | 1.5 |
| სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო | 22.0 | 1.0 |
| სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი | 19.5 | 0.5 |
| სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური | 18.8 | 0.8 |
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო | 13.6 | 0.6 |
| საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი | 11.5 | 0.4 |
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია | 11.0 | 0.5 |
| საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო | 8.0 | 0.1 |
| სსიპ – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო | 7.8 | 0.1 |
| სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური | 7.2 | 0.1 |
| სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო | 7.2 | 0.2 |
| სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია | 7.1 | 0.4 |
| შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი | 5.3 | 0.1 |
| საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა | 2.7 | 0.2 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში | 2.4 | 1.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში | 1.7 | 0.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში | 1.6 | 0.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში | 1.6 | 0.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში | 1.5 | 0.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში | 1.4 | 0.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში | 1.4 | 0.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში | 1.4 | 0.1 |
| სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში | 1.3 | 0.1 |
| სსიპ – საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი | 1.1 | 0.2 |
| სსიპ – სახელმწიფო ენის დეპარტამენტი | 1.1 | -0.1 |



