2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში თამბაქოს დაბეგვრის ახალი წესი ამოქმედდა. რეფორმის მიზანი ბიუჯეტში მეტი ფულის შეტანა და სიგარეტის გაძვირებით მოწევის შემცირება იყო. თუმცა, პირველი შვიდი თვის მონაცემები აჩვენებს, რომ რეფორმამ სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო.
გაჩნდა მთავარი პრობლემა, ხელოვნურად გაიაფებული სიგარეტი.სახელმწიფომ ახალი წესით ადგილობრივ მწარმოებლებს დიდი საგადასახადო შეღავათები დაუწესა და გადასახადის (აქციზის) ნაწილი შეუმცირა. ამან ბაზარზე მკვეთრი დისბალანსი შექმნა: ბაზარი აივსო იაფი, ადგილობრივი სიგარეტით.
როდესაც უცხოური სიგარეტი გაძვირდა, ადამიანებმა მოწევას კი არ დაანებეს თავი, მექანიკურად გადავიდნენ უფრო იაფ, ადგილობრივ ალტერნატივაზე.
არასწორად დაგეგმილმა რეფორმამ ერთდროულად ორმაგი დარტყმა მიაყენა ქვეყანას:
მოხდა ფისკალური კრახი, დაზიანდა სახელმწიფო ბიუჯეტი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.
თითქოსთამბაქოდან ბიუჯეტში შესული თანხა ნომინალურად 9%-ით გაიზარდა (750.4 მილიონ ლარამდე), მაგრამ ინფლაციის (ფასების საერთო ზრდის) გათვალისწინებით, რეალური შემოსავალი 1.3%-ით შემცირდა.
ადგილობრივისიგარეტის გაყიდვები 26%-ით გაიზარდა, თუმცა მათგან ბიუჯეტში შესული თანხა 8%-ით შემცირდა. ანუ, სახელმწიფო ყოველი გაყიდული კოლოფიდან გაცილებით ნაკლებ მოგებას იღებს, რითაც კონკრეტული ბიზნესები მდიდრდებიან, ბიუჯეტი კი კარგავს ფულს.
თამბაქოსკონტროლის მთავარი მიზანია სიგარეტი ძვირი და ხელმიუწვდომელი იყოს. რეალურად კი, 2026 წელს სიგარეტის გაყიდვებმა 5%-ით მოიმატა (184.2 მილიონ კოლოფამდე).
მოსახლეობისსაშუალო ხელფასი უფრო სწრაფად გაიზარდა (9%-ით), ვიდრე სიგარეტის ფასი. შედეგად, დღეს ადამიანს ერთი თვის ხელფასით უფრო მეტი კოლოფი სიგარეტის ყიდვა შეუძლია, ვიდრე ადრე. პროდუქტი ხელმისაწვდომი დარჩა ყველაზე მოწყვლადი და ღარიბი ჯგუფებისთვისაც.
თუ ეს დინამიკა გაგრძელდება, ქვეყანა კიდევ უფრო მეტ ფულსა და ჯანსაღ მომავალს დაკარგავს. მავნე ფისკალური შედეგების გასაუვნებელყოფად და მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, აუცილებელია საგადასახადო კოდექსის გადახედვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით.
ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით, 2026 წლის საგადასახადო კრიზისიდან გამოსასვლელად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
სასწრაფოდგააუქმოს ადგილობრივი მწარმოებლების საგადასახადო პრივილეგიები.
აწიოსფიქსირებული (სპეციფიკური) აქციზი იმ ნიშნულამდე, რომ 1 კოლოფის მინიმალური გადასახადი ავტომატურად აძვირებდეს ნებისმიერ სიგარეტს.
კანონშიჩაწეროს ავტომატური ზრდის მექანიზმი, რომელიც ყოველწლიურად ინფლაციაზე მაღალი ტემპით გაზრდის გადასახადს, რათა ხელფასების მატებამ სიგარეტის ყიდვა არ გააადვილოს.
ბრიტანული სისტემა პირდაპირ პასუხობს საქართველოში 2026 წელს შეიქმნილ პრობლემას (როცა ხელფასების ზრდამ სიგარეტის გაძვირებას გადაასწრო). კანონით დადგენილია, რომ ყოველწლიურად თამბაქოს გადასახადი ავტომატურად იზრდება ინფლაციის მაჩვენებელს + 2%. შედეგად სიგარეტი ყოველ წელს უფრო სწრაფად ძვირდება, ვიდრე სხვა პროდუქტები ან ხალხის შემოსავლები. ხელფასის მატების მიუხედავად, სიგარეტი მოსახლეობისთვის ყოველწლიურად უფრო მეტად ხელმიუწვდომელი ხდება.
ევროკავშირის წესებით, სიგარეტის დაბეგვრა შედგება ორი ნაწილისგან (სპეციფიკური -ფიქსირებული გადასახადი კოლოფზე და ადვალური – პროცენტული გადასახადი ფასიდან). თუმცა, მთავარი დამცავი მექანიზმი არის მინიმალური აქციზური ბეგარა.
ევროკავშირიადგენს, რომ სიგარეტის გადასახადი არ უნდა იყოს 1 კოლოფზე გარკვეულ თანხაზე (მაგალითად, 3 ევროზე) ნაკლები, მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს თავად სიგარეტი.
ესმეთოდი ბაზრიდან სრულად აქრობს “იაფი სიგარეტის” ფენომენს. მწარმოებელი ვერცერთი შეღავათით ვერ ჩამოწევს ფასს დაბლა, რაც იცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი
551150773




