რა ახალი ტალღა ააგორეს ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ

რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ ახალი ტალღა გორდება. სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ მსგავს პოსტებს:
შალვა რამიშვილი:
,,კაი მსახიობი ყოფილა ანდრო. ვნახე რუსული ფილმი მისი მონაწილეობით. მართალია პპპპუუუუწწწინის ბიუჯეტიათაცაა დაფინანსებული, მარა რა იყო მერე? ფილმში რუს ქალს ს@@@@მს, რითაც ევროპას გვაახლოვებს :))! სინამდვილეში კი ეს ფილმი ამტკიცებს ყველა იმ სსრკს დროინდელ სტერეოტიპს, რომელიც ლიბერდებილებს ღრუზინული ჰგონიათ და რომლის წინააღმდეგაც იბრძვიან. მარა ეს მსახიობმა არ იცის. ზატო იცის რომ “რუსულ რეჟიმს ებრძვის”
ბონდო მძინარაშვილი:
,,კაცო, ეს ანდრო ჭიჭინაძე ევროკავშირზე გადაღებულ კლიპში რომ ვნახე, ევროპელი მსახიობი მეგონა, – მაშინ ისიც არ ვიცოდი, ანდრო რომ ერქვა და ქართველი იყო, – და თურმე რუსი რეპერის კლიპშიც გადაუღიათ სამი წლის წინ.
ჩემი ბრალია! – უყურე, რა, რუსულ კლიპებს და არ იცხოვრებ ილუზიებში!”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია