ანდრო ჭიჭინაძის დედა მამუკა მდინარაძეს – ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს, ჩაგყვებით ბოლომდე!

მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე! – ასე უპასუხა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „შემიძლია ანდრო ჭიჭინაძეს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ“.
„ანდრო ჭიჭინაძე თუ აღიარებს დანაშაულს, კარგი ბიჭია, კარგი მსახიობია და მზად ვართ ჩავუდგეთ თავდებშიო. თავისუფალი მსახიობია და რა მოხდა თუ ითამაშა რუსულ ფილმშიო… მაგრამ მაშინ რატომ ტყუის, რომ ეზიზღება რუსეთიო?! ლაკას (ელენე ხოშტარიას) დეიდაშვილიაო, რომელიც ფინანსდება რუსეთიდანო და აბა მეტი რა ვთქვაო. არ ვიცი მონიშვნა როგორ უნდა მამუკა მდინარაძის და ჩემი სტატუსი დაუდეთ! მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!“- წერს ლიკა გუნცაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად