ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრო ჭიჭინაძის მეუღლე - მე და ანდროს გვყავს შვილი, 3 წლის ნიკო ჭიჭინაძე, რომელმაც არ იცის, მამამისი სად არის - იცის, რომ წასულია სამუშაოდ გადაღებებზე, რომელსაც ყველანი ძალიან მალე ველოდებით ჩვენთან

ანდრო ჭიჭინაძის მეუღლე - მე და ანდროს გვყავს შვილი, 3 წლის ნიკო ჭიჭინაძე, რომელმაც არ იცის, მამამისი სად არის - იცის, რომ წასულია სამუშაოდ გადაღებებზე, რომელსაც ყველანი ძალიან მალე ველოდებით ჩვენთან

მე და ანდროს გვყავს შვილი, ნიკო ჭიჭინაძე. ნიკო არის 3 წლის, რომელმაც არ იცის, მამამისი სად არის. იცის, რომ წასულია სამუშაოდ გადაღებებზე, რომელსაც ყველანი ძალიან მალე ველოდებით ჩვენთან, - ამის შესახებ ანდრო ჭიჭინაძის ცოლმა, მსახიობმა მარიამ ღვინიანიძემ „ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ აქცია-პერფორმანსი, ე.წ. სახალხო მანიფესტი მიმდინარეობს.
„ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის განცხადებით, მსახიობები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონებში გავლენ.
„ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში - ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ აუცილებლად ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიშლებით მთელს რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ!“ - განაცხადა დოიაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.