რას ფიქრობენ პოლიციის მხრიდან ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაზე? ამ კითხვით “პირველებმა” პოლიციის მაღალჩინოსნებს მიმართა, რომლებიც დღეს პოლიციის დღეს აღნიშნავენ.
მაღალჩინონების ნაწილი აღნიშნულ კითხვას საერთოდ არ პასუხობს. ნაწილი კი კითხვისთვისთვის თავის არიდებას ცდილობს.
გილოცავთ პოლიციის დღეს! ყველა პოლიციელს ვულოცავ, – ამბობს კითხვის საპაუსხოდ ვაჟა სირაძე.
შედარებით ვრცელი კომენტარი გააკეთა “ოცნების” წევრმა გიორგი კახიანმა, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობას სისტემური ხასიათი არ აქვს და ადგილი აქვს მხოლოდ ცალკეულ გადაცდომებს.
პოლიცია არის ის ინსტიტუცია, რომლის ეფექტიან საქმიანობაზეა დამოკიდებული რამდენად უსაფრთხო გარემოში ვიცხოვრებთ და პოლიციელები ამით არიანს წორედ დაკავებულები და ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან კარგი დ აღირსეული პოლიცია გვყავს. თუმცა, ასეთი ფაქტები რომ ხდება, ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა. ყოველსთვის შეიძლება ასეთი ცალკეული გადაცდომები მოხდეს, სწორია, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოხდა, მაგრამ ამ ერთი ფაქტის გამო არ უნდა განვაზოგადოთ ისე, რომ პოლიციას ხინჯი მივაყენოთ, – ამბობს გიორგი კახიანი.




