ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თორნიკე მიგინეიშვილი: ახალია რამე პოლიციელების მხრიდან ძალადობაში? - არა. ძალადობის მსხვერპლს გაუმართლა, რომ ცემის პროცესში ვიდეო გადაუღეს

თორნიკე მიგინეიშვილი: ახალია რამე პოლიციელების მხრიდან ძალადობაში? - არა. ძალადობის მსხვერპლს გაუმართლა, რომ ცემის პროცესში ვიდეო გადაუღეს
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი გორში პოლიციელების მხრიდან დაკავებულზე ჯგუფური ძალადობის ფაქტს ეხმაურება:
„ახალია რამე პოლიციელების მხრიდან ძალადობაში? - არა.
ახალია რამე დაუსჯელობის გამო კიდევ უფრო მეტად გაბოროტებული პოლიციელების გაზრდილ რაოდენობაში? - არა.
ძალადობის მსხვერპლს გაუმართლა, რომ ცემის პროცესში ვიდეო გადაუღეს.
არ გაუმართლა ბევრ სხვას, რომლებზეც ჩვენ, ადვოკატები, უკვე თვეებია მუდმივად ვსაუბრობთ.
ვიდეოზე თითოეული მოძალადის სახე ჩანს. თითოეულის იდენტიფიცირება შესაძლებელია.
ყველა მათგანი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
გირგვლიანზე თავდასხმის კადრები რომ გადაეღოთ, ალბათ, მსგავსი იქნებოდა“, — წერს თორნიკე მიგინეიშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.