რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში – ტოპ-5 პროდუქტი

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15.519.მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4.670 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 21.6%-ით, ხოლო იმპორტი 10.849 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 2.4%-ით).

2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (521.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (493.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (437.5 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.652 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (1.378 მლრდ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1.299 მლრდ აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელიც საქართველომ რუსეთისგან იყიდა და პირიქით, რომელიც რუსეთში ექსპორტზე გაიტანა.

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ რუსეთში 437.542 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გაყიდა, როცა 2025 წლის საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 412.131 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

ტოპ-5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ წელს იანვარ-ივლისში რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდა, არის:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 87.920 მლნ აშშ დოლარის 30 115 ტონა;
  • სპირტიანი სასმელები – 66.093 მლნ აშშ დოლარის 14 453 ტონა
  • ახალი ხილი – 57.432 მლნ აშშ დოლარის 8 912 ტონა
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – 53.250 მლნ აშშ დოლარის 96 161 ტონა
  • ხილი, კაკალი და სხვა საკვებად ვარგისი მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით მომზადებული ან დაკონსერვებული – 35. 621 მლნ აშშ დოლარის 3 857 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ რუსეთიდან 1.380 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მოცულობა 1.091 მლრდ აშშ დოლარი იყო.

5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ წელს რუსეთისგან ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა, არის:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 292.440 მლნ აშშ დოლარის 392 841 ტონა;
  • ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 238.509 მლნ აშშ დოლარის 569 329 ტონა;
  • ხორბალი და მესლინი – 50.174 მლნ აშშ დოლარის 194 932 ტონა;
  • მზესუმზირის ზეთი – 32.352 მლნ აშშ დოლარის 21 084 ტონა;
  • ნახშირწყალბადების სულფირებული, ნიტვრირებული ან ნიტროზირებული წარმოებულები – 29.227 მლნ აშშ დოლარის 43 516 ტონა.