რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს „ნიუსი“. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან

რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს „ნიუსი“. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა კითხვა დაუსვა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპაში პრესის თავისუფლების მიხედვით ბოლოდან მე-4 ადგილზეა.
„რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან. დავწერე დღეს, რომ „იმედი“, „რუსთავი 2“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ადრე იყო „ნაცმოძრაობის“ ხელში და ერთსა და იმავე დროს რომ გადაგერთოთ საინფორმაციო გამოშვებებზე, წერტილ-მძიმით „ნიუსის“ წამყვანი ერთსა და იმავეს კითხულობდა. ეს იყო თურმე დემოკრატია და მაშინ მედია – თავისუფალი. მოლდოვაში რას ამბობს იგივე სააგენტო, სადაც ერთი ტელევიზიაა მგონი?! ალბათ მედიის თავისუფლებით მსოფლიოში პირველ ადგილზე უნდა იყოს. როგორც სააკაშვილზე ამბობენ, რომ დემოკრატიის აკვნის დამრწევია, ალბათ მოლდოვაში ის ერთი ტელევიზიაა მედიის აკვნის დამრწევი“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები