ირაკლი კობახიძე: აქ სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე, აშხაბადში ყოფნისას მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც თურქმენეთის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად გადაღებულ ფოტოს შეეხებოდა.

„ეს სპეკულაციები არის აბსოლუტურად არასერიოზული და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს სუფევს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში. აქ სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს იმართება თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებული “მშვიდობისა და ნდობის ფორუმი”.

ფორუმში თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია