ირაკლი კობახიძე თურქმენეთის ფორუმზე, ვლადიმერ პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოს შესახებ კითხვაზე – ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია

ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში სუფევს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც თურქმენეთის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ერთად გადაღებულ ფოტოს შეეხებოდა.
კობახიძის თქმით, აღნიშნულ თემაზე „სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს“.
„ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში სუფევს. აქ სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია