რამაზ საყვარელიძე: 14 წელი გავიდა უკვე, არანაირი რევოლუციური მცდელობა არ გამოუვიდათ. არ გამოდის ეს რევოლუციები

„14 წელი გავიდა უკვე, არანაირი რევოლუციური მცდელობა არ გამოუვიდათ. არცერთი. იმ დღეს იყო ლაპარაკი, რომ ხუთი დაითვალა კობახიძემო და თუ კარგად მივყვებით, შესაძლოა გაცილებით მეტიაო. არ გამოდის ეს რევოლუციები“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა „ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, ჯეიმს ჯეი კარაფანოს ინტერვიუს და აღნიშნა, რომ მისი შეფასებები თითქოს კრიტიკულია, თუმცა სუპერ კრიტიკულია ოპოზიციის მიმართ.

„არაფრის უნარი არ გაქვთო. ამ ტიპის ფორმულა მისი საკუთარი აზრი ხომ არ არის, მოარული აზრია და ამ ტიპის პოზიციაზე რევოლუციურ სცენარში ხელს არავინ შეგიწყობს, არავინ დახარჯავს ფულს იმისთვის, რომ არარევოლუციური უნარების ხალხმა რევოლუცია მოახდინოს“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი