ნანუკა ჟორჟოლიანი:
მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობს ბაბლი.
განსაკუთრებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ხუთიანს და მიშას უფრო ებრძვიან ვიდრე 41 და ბიძინას.
თქვენ წარმოიდგინეთ მნიშვნელობა არ აქვს მიშას სურვილებსაც კი. 5 წელი საპატიმროში ყოფნა, როცა ინფორმაციებს და განწყობებს მაინც შერრჩევით გაწოდებენ, გიკარგავს სწორ აღქმებს.
როცა გინდა პრიორიტეტი იყოს სოფელი და რეგიონი, რაიონულმა ორგანიზაციებმა უნდა თქვან ვის ხედავენ თავის ქალად, კაცად, გინდ მენეჯერი ერქვას და გინდ თავმჯდომარე.
საინტერესოა ეს ხალხი ვის ხედავს კანდიდატად.
ჩამოვფრინდი თუ არა, მიშას თხოვნით აეროპორტიდან პირდაპირ აჭარაში წავედი და რეგიონის პარტიის წარმომადგენლებს შევხვდი. შევხვდები ყველა რეგიონის წარმომადგენელ და მიშამდე მივიტან მათ სურვილებს და ხედვებს.
ამის შემდეგ გადაწყდება მიშას კანდიდატი ნანუკაა თუ სხვა.
ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი ვინ იქნება ნაცმოს თავმდჯომარე.
პ.ს. ეს ბაბლი ვიყავით ხაბეს რომ ვიწუნებდით და ჯერ რასაც ვხედავ, პარტიაში ყველაზე კარგ თავმჯდომარედ, სწორედ ხაბეს თვლიან.




