ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჟან-ნოელ ბარო - პუტინის არმიამ აპრილში უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, რაც ბოლო 3 წელში პირველად მოხდა - დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და აგრესიული ომი დაასრულოს

ჟან-ნოელ ბარო - პუტინის არმიამ აპრილში უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, რაც ბოლო 3 წელში პირველად მოხდა - დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და აგრესიული ომი დაასრულოს

დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და თავისი გაუმართლებელი და დამანგრეველი აგრესიული ომი დაასრულოს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, რუსულმა ძალებმა აპრილში უკრაინაში 120 კვადრატული კილომეტრით უკან დაიხიეს.

„ვლადიმერ პუტინის არმიამ აპრილში უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. რუსეთის ეკონომიკა კრიზისში იძირება. დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და თავისი გაუმართლებელი და დამანგრეველი აგრესიული ომი დაასრულოს“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.