„გვინდა, სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში“ – პოდოლიაკი თბილისი-კიევის ბოლო კონტაქტების შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საუბრობს თბილისსა და კიევს შორის ბოლო პერიოდში მაღალ დონეზე კონტაქტების აღდგენის ნიშნებზე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებსა და „ჰუმანიტარულ საკითხებზე“.

მან ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერზე, რომელიც ზელენსკის სამთავრობო გუნდის წევრი იყო. პოდოლიაკის თქმით, უკრაინას მისი დაბრუნება სურს.

ინტერვიუ მიხაილო პოდოლიაკთან, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად მწვავედ აკრიტიკებენ, ტელეკომპანია „პირველმა“ 8 მაისს გამოაქვეყნა.

  • მანამდე, 4 მაისს ერევანში შეხვედრა გამართეს, 6 მაისს სატელეფონო საუბარი გამართეს საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრიი სიბიჰამ და მაკა ბოჭორიშვილმა;
  • 4 მაისსვე ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ